28 სექტემბერი 2024,   03:36
ვრცლად
ვნახეთ ჩვენი ბიჭების ღირსეული თამაში საქართველოს ნაკრების სახელით ევროპის ჩემპიონატზე, მათი ბოლომდე ბრძოლის ჟინი და შემართება - კახა კალაძე

ჩვენ ვნახეთ ჩვენი ბიჭების ღირსეული თამაში საქართველოს ნაკრების სახელით ევროპის ჩემპიონატზე - ვნახეთ მათი ბოლომდე ბრძოლის ჟინი და შემართება, - წერს თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში, რითაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველ მატჩს ეხმაურება.

როგორც კალაძე წერს, წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება, სადაც ეროვნული ნაკრები მეტი მონდომებით წარდგება.

“ვნახეთ ჩვენი ბიჭების ღირსეული თამაში საქართველოს ნაკრების სახელით ევროპის ჩემპიონატზე; ვნახეთ მათი ბოლომდე ბრძოლის ჟინი და შემართება. მადლობა გიორგი მიქაუტაძეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით გატანილი პირველი გოლისთვის! მადლობა ნაკრების თითოეულ წევრს დღევანდელი დღისთვის! წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება, სადაც ეროვნული ნაკრები კიდევ უფრო მეტი შემართებით, მეტი მონდომებით წარდგება. წარმატებები ეროვნულ ნაკრებს და ჩვენს ქვეყანას!" - წერს კალაძე.

დღის ამბები