28 სექტემბერი 2024,   03:37
ვრცლად
ენტონი ბლინკენმა დამარწმუნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მუშაობს ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეზღუდვის მოხსნაზე - ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ის დაარწმუნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მუშაობს ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეზღუდვის მოხსნაზე.

ნეთანიაჰუს თქმით, გასულ კვირას ენტონი ბლინკენთან შეხვედრაზე მადლიერება გამოხატა ომის დაწყების შემდეგ აშშ-ის მხრიდან გაწეული მხარდაჭერისთვის, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ დაუჯერებელია აშშ-ის მხრიდან იარაღისა და საბრძოლო მასალის შეზღუდვა ისრაელისთვის.

“ისრაელი, ამერიკის უახლოესი მოკავშირე იბრძვის საკუთარი სიცოცხლისთვის, იბრძვის ირანისა და ჩვენი საერთო მტრების წინააღმდეგ. ბლინკენმა დამარწმუნა, რომ ადმინისტრაცია დღე და ღამე მუშაობს ამ შეზღუდვების მოსახსნელად. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ ეს ასეა. ასეც უნდა იყოს. მეორე მსოფლიო ომის დროს ჩერჩილმა აშშ-ს უთხრა, მოგვეცით იარაღი და ჩვენ გავაკეთებთ საქმეს. მე კი ვეუბნები, რომ მოგვეცით იარაღი და ჩვენ საქმეს უფრო სწრაფად დავასრულებთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

დღის ამბები