24 ოქტომბერი 2024,   00:14
ვრცლად
კიდევ 5 დღე დაზიანებული მაგისტრალური მილსადენის აღსადგენად, სოფელ წიწამურის მიმდებარედ სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს - GWP

დაზიანებული მაგისტრალური მილსადენის აღდგენითი სამუშაოები კიდევ 5 დღე გაგრძელდება -“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, სამუშაოები სოფელ წიწამურის მიმდებარედ ინტენსიურად მიმდინარეობს.

“მიმდინარეობს მეწყრული ფერდობის დატერასება, რის შემდეგაც ლოკალურად შეკეთდება ქსელის დაზიანებული მონაკვეთი. ადგილზე 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში მუშაობს 7 ერთეული მძიმე ტექნიკა. ეს არის ამ ეტაპისთვის მაქსიმალური რაოდენობა, რისი განთავსებაც შესაძლებელია სამუშაო ტერიტორიაზე. დასამუშავებელი მიწის არეალის გაფართოებასთან ერთად, ეტაპობრივად დაემატება მძიმე ტექნიკაც“ - წერია განცხადებაში.

GWP ინფორმაციით, სამუშაოების დასრულებამდე, თბილისის ზოგიერთ უბანს წყალი კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული გრაფიკის მიხედვით მიეწოდება.

დღის ამბები