24 ოქტომბერი 2024,   00:14
ვრცლად
EURO 2024 - მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ

დორტმუნდში გამართულ მატჩს ქართველი გულშემატკივარი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან ადევნებდა თვალყურს. ადგილზე დამონტაჟებული იყო ექვსი დიდი ეკრანი.

გიორგი მიქაუტაძის ისტორიულ გოლს ქომაგებით სავსე სტადიონი შეძახილებითა და სიმღერით შეხვდა.

გულშემატკივარი თვლის, რომ დამარცხების მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა მაღალი დონის თამაში აჩვენა.

EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები, საქართველოს ყველა ქალაქში, დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ.

დღის ამბები