28 სექტემბერი 2024,   10:16
ვრცლად
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი აშშ-ის მიერ დამყარებულ იმპერიალისტურ პოლიტიკას ებრძვის

რუსეთი აშშ-ის მიერ დამყარებულ იმპერიალისტურ პოლიტიკას ებრძვის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფხენიანში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

“ვგულისხმობ ჩვენს ბრძოლას ათწლეულების განმავლობაში დამყარებული ჰეგემონური, იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა დაამყარეს რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით“, – აცხადებს პუტინი.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა კიმ ჩენ ინს რუსეთის პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.

“ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს თანმიმდევრულ და ურყევ მხარდაჭერას რუსეთის პოლიტიკისადმი, მათ შორის უკრაინის მიმართულებით“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

დღის ამბები