24 ოქტომბერი 2024,   00:14
ვრცლად
საქართველოს ნაკრები ფიზიკურად ძლიერი და კარგად ორგანიზებული გუნდია, ამ გუნდმა დაამტკიცა, რომ ევროპის ჩემპიონატზე შემთხვევით არ მოხვედრილა - ვინჩენცო მონტელა

საქართველოს ნაკრებმა დაამტკიცა, რომ ევროპის ჩემპიონატზე შემთხვევით არ მოხვედრილა - თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თურქეთ-საქართველოს მატჩი შეაფასა.

ვინჩენცო მონტელას თქმით, ეს იყო მატჩი, რომელიც ფინალის სტატუსს იმსახურებდა. მისივე აზრით, საქართველოს ნაკრები ფიზიკურად ძლიერი და კარგად ორგანიზებული გუნდია.

“ეს იყო მატჩი, რომელიც ფინალის სტატუსს იმსახურებდა. თურქეთის ნაკრების გამარჯვებაში გულშემატკივრებმა დიდი წვლილი შეიტანეს და ეს გამარჯვება მათ ეკუთვნით. საქართველოს ნაკრები ფიზიკურად ძლიერი და კარგად ორგანიზებული გუნდია, იციან თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეები და შესაბამისად თამაშობენ. ამ გუნდმა დაამტკიცა, რომ ევროპის ჩემპიონატზე შემთხვევით არ მოხვედრილა.

ბოლო სამ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფურ ეტაპს ვერ გავცდით, პირველი შემთხვევაა, როცა თურქეთის ნაკრებმა სასტარტო მატჩი მოიგო. წინა ევროზე ქულაც კი ვერ მოვიპოვეთ. ახლა კი მიზნად პლეი ოფში გასვლას ვისახავთ“. - განაცხადა ვინჩენცო მონტელამ.

დღის ამბები