24 ოქტომბერი 2024,   00:14
ვრცლად
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 19 დრონი გაანადგურეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 19 დრონი გაანადგურეს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

“საბრძოლო სამუშაოების შედეგად, ხერსონის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, ხმელნიცკისა და ლვოვის ოლქებში მტრის მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 19 დრონი განადგურდა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 21 დრონი გაუშვეს.

რუსეთის საჰაერო თავდასხმა, უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა და მოიერიშე თვითმფრინავებმა მოიგერიეს.

დღის ამბები