30 ივნისი 2024,   01:54
ვრცლად
იენს სტოლტენბერგი - დარწმუნებული ვარ, გვექნება ფორმულირება უკრაინის ალიანსის წევრობის თაობაზე

დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება ფორმულირება უკრაინის ალიანსის წევრობის თაობაზე, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგმა ისაუბრა ნატო-ს გეგმაზე წვრთნებისა და უკრაინის დახმარების შესახებ უსაფრთხოების მხრივ და აღნიშნა, რომ ელოდება ახალ განცხადებებს უკრაინისთვის მეტი სამხედრო დახმარების შესახებ.

“ჩვენ განვიხილავთ და ვაგვარებთ ბევრ საკითხს უკრაინასთან დაკავშირებით ნატო-ს სამიტამდე. ჩვენ უკვე შევთანხმდით ნატო-ს წვრთნისა და უკრაინის უსაფრთხოების დახმარების გეგმაზე. ვნახეთ ახალი განცხადებები და ველოდები, რომ უფრო მეტი განცხადება მოვისმინო უკრაინისთვის უფრო მეტ სამხედრო მხარდაჭერაზე. დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება ფორმულირება უკრაინის ალიანსის წევრობის თაობაზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

დღის ამბები