25 ივლისი 2024,   16:23
ვრცლად
კიმ ჩენ ინი - რუსეთთან სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერებას ვაპირებთ

რუსეთთან სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერებას ვაპირებთ, - ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ახლა მსოფლიოში ვითარება რთულდება და სწრაფად იცვლება. ამ ვითარებაში ჩვენ რუსეთთან, რუსეთის ხელმძღვანელობასთან სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერებას ვაპირებთ“, - განაცხადა კიმ ჩენ ინმა.

კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთის პოლიტიკას მხარს უპირობოდ დაუჭერს.

ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა დახურულ ფორმატში გაგრძელდა.

დღის ამბები