28 სექტემბერი 2024,   10:15
ვრცლად
“საქართველომ გაითავისა თავისი მომენტი და შექმნა ისტორია“ - საერთაშორისო მედია საქართველო-თურქეთის მატჩზე

"საქართველო, რომელიც პირველად თამაშობს ევროზე, მამაცურად იბრძოდა და კინაღამ გაათანაბრა ანგარიში“, - წერს “ბიბისი“. გამოცემა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სადებიუტო მატჩს გამოეხმაურა.

“სიმამაცის და პროფესიონალიზმის დემონსტრირებით, ვილი სალიონის გუნდი ევროპის ჩემპიონატამდე მივიდა.“ - ნათქვამია სტატიაში.

საქართველო-თურქეთის მატჩზე წერს “გარდიანიც“. გამოცემამ გიორგი მიქაუტაძის გოლს ისტორიული უწოდა.

“საქართველომ გაითავისა თავისი მომენტი და შექმნა ისტორია. გიორგი ქოჩორაშვილმა დაიწყო და გიორგი მიქაუტაძემ საქართველოს პირველი გოლი გაიტანა ტურნირზე, იყო ძალიან ბევრი შანსი, საქართველო ამ დღეს 30 წელი ელოდა“ - ნათქვამია გარდიანის სტატიაში.

დღის ამბები