19 აგვისტო 2026,   00:25
ვრცლად
ხელვაჩაურის სოფლებში, გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

ხელვაჩაურის სოფლებში, გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. გაზგამანაწილებელი ინფრასტრუქტურა შენდება ისეთ დასახლებებში, სადაც ბუნებრივ აირს მოსახლეობა არასდროს მოიხმარდა.

პროექტი ამ ეტაპზე 5 სოფელში სრულდება. ბუნებრივი გაზით სარგებლობას 360 აბონენტი შეძლებს. სამუშაოები ასევე მიმდინარეობს ქედის მუნიციპალიტეტის 6 დასახლებულ პუნქტში, ხულოსა და შუახევში.

დღის ამბები