28 სექტემბერი 2024,   08:42
ვრცლად
ამომრჩეველთა "ჩუმი უმრავლესობა" პოლიტიკური ექსტრემისტების "არეულობას" ეწინააღმდეგება - ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ეროვნული ასამბლეის დათხოვნის გარეშე, ქაოსი იქნებოდა. "ამომრჩეველთა "ჩუმი უმრავლესობა" პოლიტიკური ექსტრემისტების "არეულობას" ეწინააღმდეგება“ - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპარლამენტის არჩევნებში მისი პარტიის დამარცხების შემდეგ, ეროვნული ასამბლეის დათხოვნა ყველაზე მძიმე, ყველაზე სერიოზული, მაგრამ ყველაზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იყო.

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნები 30 ივნისს, მეორე ტური კი 7 ივლისს ჩატარდება.

დღის ამბები