28 სექტემბერი 2024,   08:44
ვრცლად
ყოველწლიური ჰაჯის დროს, მექაში, სიცხისგან 577 პილიგრიმი დაიღუპა

ყოველწლიური ჰაჯის დროს, მექაში, სიცხისგან 577 პილიგრიმი დაიღუპა. გარდაცვლილთაგან 320 ეგვიპტის, 60-მდე კი იორდანიის მოქალაქეა.

ჰაერის ტემპერატურა 50 გრადუსს აღემატება. სხეულის გადახურების გამო, 20000-მდე ადამიანია საავადმყოფოში გადაყვანილი.

მუსლიმთა წმინდა ადგილას ორ მილიონამდე ადამიანია ჩასული. მექაში სალოცავად წასვლა, ანუ ჰაჯის შესრულება, მუსულმანთა ერთ-ერთი წმინდა მოვალეობაა.

დღის ამბები