01 ივლისი 2024,   23:00
ვრცლად
არ არის დარჩენილი არცერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა, რეკომენდაცია ნებისმიერი მხარის მხრიდან, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული - ირაკლი ნადარეიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა გადაცემა "ღამის კურიერში" "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, ცვლილებებთან დაკავშირებით, ნებისმიერი მხარის შენიშვნა გაზიარებული და გათვალისწინებულია.

"ეს არის პროცესი, სადაც ეკონომიკის სამინისტროსთან, ეროვნულ ბანკთან ერთად, საპენსიო სააგენტო, თავისი საინვესტიციო და ადმინისტრაციული ნაწილით, ორი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი - მსოფლიო ბანკი და აზიის განვითარების ბანკი მთელი ამ პროცესის განმავლობაში, არა მხოლოდ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, რეფორმის პირველი დღიდან არიან პროცესის მონაწილეები. ის პაკეტი, რომელიც არის წარდგენილი, დაახლოებით წელიწადისა და ორი თვის განმავლობაში, სამუშაო ჯგუფი ყველა მონაწილის ჩართულობით, არ არის დარჩენილი არცერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა, რეკომენდაცია, ნებისმიერი მხარის მხრიდან, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ საპარლამენტო მოსმენების დროს კომიტეტების მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს, რომელიც მაქსიმალურად არის გათვალისწინებული იმ დრაფტში, რომელიც მეორე მოსმენით პარლამენტმა მიიღო", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

დღის ამბები