28 სექტემბერი 2024,   10:15
ვრცლად
პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი იწყება

პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი იწყება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონმდებლების შეკითხვებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი სამი კანდიდატი: გიზო უბილავა, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი უპასუხებენ. შერჩევის მთავარ კრიტერიუმებად უმრავლესობა მოსამართლეების კეთილსინდისიერებასა და კომპეტენტურობას ასახელებენ.

“სამ ვაკანტურ ადგილზე წარმოდგენილია სამი კანდიდატი. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს სივრცე, რომ ან სამივე შევარჩიოთ და სამივე აარჩიოს შემდეგ პარლამენტმა, ან შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს თუ კი გადაწყვეტს, რომ სამივე არ არის მიზანშეწონილი, რომ იქნეს არჩეული,“ - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

დღის ამბები