24 ოქტომბერი 2024,   00:14
ვრცლად
ერთი დღე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურამდე - სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნების განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ხვალ იგეგმება

ერთი დღე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურამდე - სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნების განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ხვალ იგეგმება.

მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილის მიერ “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების დაბლოკვას მორიგ დესტრუქციულ ქმედებად აფასებს, რომელიც, მათი განმარტებით, აუცილებლად დაიძლევა.

ოპოზიცია კი “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ძალის კიდევ ერთ დემონსტრირებად აღიქვამს. მათ აზრით, “ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული მოდელი კონსენსუსზე დამყარებულ გადაწყვეტილებებს აუქმებს.

“პრეზიდენტისგან ზოგადად, დაუმსახურებელი ვეტოებით და დესტრუქციული ქმედებებით ვართ განებივრებული სამწუხაროდ და როგორც იყო ყველა წინამორბედი ვეტო დაძლეული, ეს ვეტოც ასე იქნება დაძლეული, იმიტომ, რომ პარლამენტი და ლეგიტიმური უმრავლესობა მუშაობს ქვეყნის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და ვერც სალომე ზურაბიშვილი, და ვერც ახლად გაჩენილი ე.წ. მეგობრები ვერ შეუშლიან ხელს ქვეყნის სწორ ფუნქციონირებას,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია.

დღის ამბები