28 ივნისი 2024,   01:09
ვრცლად
ვლადიმერ პუტინი ვიეტნამში ჩავიდა

კრემლის ლიდერმა ფხენიანში ვიზიტი დაასრულა. ვლადიმერ პუტინი ამჟამად ვიეტნამში იმყოფება, სადაც ქვეყნის კომუნისტ ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს.

მედიის ინფორმაციით, პუტინის თვითმფრინავი ჰანოის აეროპორტში დაეშვა, სადაც მას ვიეტნამის ვიცე-პრემიერი ტრან ჰონგ ჰა და პარტიის უმაღლესი დიპლომატი ლე ჰოაი ტრუნგი დახვდნენ.

რუსეთის პრეზიდენტი, ვიეტნამში ვიზიტის ფარგლებში, კომუნისტური პარტიის ლიდერს, ნგუენ ფუ ჩონგის, პრეზიდენტ ტო ლამს და პრემიერ-მინისტრ ფემ მინი ჩინს შეხვდება.

რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით, პუტინის ვიზიტი ეკონომიკურ, განათლებისა და ენერგეტიკის საკითხებს შეეხება.

ვლადიმერ პუტინი, ვიეტნამში ჩასვლამდე, ფხენიანში იმყოფებოდა, სადაც მან და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ურთიერთდახმარებას ერთ-ერთი ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში.

დღის ამბები