28 ივნისი 2024,   00:52
ვრცლად
საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან

საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან. ათენის მახლობლად ტყის ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა. მეხანძრეებმა მარკოპოულოსთან, კარისტოსთან და კუნძულ ნაქსოსზე ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს.

ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ ქოროფისა და კიტცის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, სადაც ცეცხლმა დასახლებულ რაიონებში შეაღწია. მის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობს. სტიქიის ზონიდან მოსახლეობა გაჰყავთ.

დღის ამბები