28 სექტემბერი 2024,   15:40
ვრცლად
საუდის არაბეთში, ჰაჯის - მუსლიმური პილიგრიმობის დროს, წმინდა ქალაქ მექაში გაუსაძლისი სიცხის გამო ასობით ადამიანი დაიღუპა

საუდის არაბეთში, ჰაჯის - მუსლიმური პილიგრიმობის დროს, წმინდა ქალაქ მექაში გაუსაძლისი სიცხის გამო ასობით ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი სამედიცინო უსაფრთხოების წყაროების თქმით მხოლოდ ეგვიპტემ დაღუპულად 307 ადამიანი დაარეგისტრირა, კიდევ 118 დაკარგულად ითვლება, რადგან ტემპერატურა ზოგჯერ 51 გრადუსს აჭარბებდა.

მსხვერპლთა შორის ასევე არიან ტუნისის, იორდანიის, ირანის, სენეგალის, ინდონეზიისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.

წელს 1,8 მილიონზე მეტმა მორწმუნემ შეასრულა ჰაჯი მექაში. შარშან, როდესაც ჰაჯი ასევე ივნისს დაემთხვა, სიცხისა და დეჰიდრაციის გამო, გარდაცვლილთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია.

ჰაჯის დრო მთვარის წლით განისაზღვრება, რომლის მიხედვითაც პილიგრიმობა ყოველწლიურად 10 დღით უკან იხევს. მიუხედავად იმისა, რომ ჰაჯი ახლა ზამთრისკენ მიდის, 2040-იან წლებში ის საუდის არაბეთში ზაფხულის პიკს დაემთხვევა.

მაღალი ტემპერატურა, აკლიმატიზაციის ნაკლებობა, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა, ღია სივრცეები და ხანდაზმული მოსახლეობა პილგრიმებს დაუცველს ხდის.

მეცნიერების განცხადებით, ვითარება გაცილებით გაუარესდება მსოფლიოს დათბობის გამო.

დღის ამბები