21 ივლისი 2024,   20:03
ვრცლად
კანადის სენატმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონი დაამტკიცა

კანადის სენატმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ კანონი მიიღო.

კანადის ფედერალურმა მთავრობამ, კანონპროექტი, რომლის მიზანიც უცხოურ ჩარევასთან ბრძოლაა და უცხოელ აგენტთა რეესტრის შექმნას ითვალისწინებს, 7 მაისს წარადგინა.

კანონმდებლობა კანადას უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის ახალ, თანამედროვე ინსტრუმენტებს აძლევს.

კანონში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოებმა და სხვა უცხოურმა სუბიექტებმა, რომლებსაც  პოლიტიკური მიზნები აქვთ, შეიძლება დაიქირავონ პირები, რომლებიც იმოქმედებენ მათი სახელით, თუმცა ამ კავშირების გამჟღავნების გარეშე.

უცხოელ აგენტთა რეესტრის შექმნა კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრიუდოს დაპირება იყო, რომელიც მან შარშან, მას შემდეგ დადო, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია კანადის არჩევნებში ჩინეთის ჩარევის მცდელობის შესახებ.

დღის ამბები