27 ივნისი 2024,   18:15
ვრცლად
ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები ცალსახაა, ამაზე ჩვენ თითქმის ყოველდღიურად ვსაუბრობთ - ილია დარჩიაშვილი

ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები ცალსახაა, ამაზე ჩვენ თითქმის ყოველდღიურად ვსაუბრობთმ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი საუბრობს. 

გერმანიაში ქართული ამბასადორიალის გამართვასთან დაკავშირებით, ილია დარჩიაშვილი ამბობს, რომ დღევანდელი კონფერენცია არის ღია დისკუსია და ელჩებს ეძლევათ შესაძლებლობა პრემიერ მინისტრს დაუსვან კითხვები. 

"ჩვენ ვსაუბრობთ ტრადიციულად იმ შესაძლებლობებზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები ცალსახაა, ამაზე ჩვენ თითქმის ყოველდღიურად ვსაუბრობთ. ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ გვინდა რომ თითოეული ელჩი, რომელიც მუშაობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და სხვადასხვა ორგანიზაციებში ევროპაში, იყოს სრულად ინფორმირებული იმ საკითხების შესახებ, რომელიც არის ქვეყანაში, რომელიც გამოწვევებიც აქვს ქვეყანას.

გამოწვევები ვაქციოთ შესაძლებლობებად და გავაგრძელოთ ჩვენი ევროპული ინტეგრაცია. ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ ამ მიმართულებით და სწორედ, დღევანდელი კონფერენცია არის ღია დისკუსია, ელჩებს ეძლევათ შესაძლებლობა პრემიერ მინისტრს დაუსვან კითხვები, მიიღონ პასუხები და ეს არის ძალიან ჯანსაღი, ღია დისკუსია, რომელიც ჩვენი ტრადიციის გაგრძელებაა," - აცხადებს ილია დარჩიაშვილი.

გერმანიაში ქართული ამბასადორიალი იმართება. ევროკავშირში აკრედიტებული საქართველოს ელჩები ბერლინში შეიკრიბნენ. ბერლინში იმყოფება საქართველოს პრემიერ მინისტრიც.

ირაკლი კობახიძემ ქართველი დიპლომატების შეკრება რამდენიმე მიზეზის გამო გადაწყვიტა. კონკრეტული დავალებების გარდა, მთავრობის მეთაურმა მათ ის ნაბიჯებიც გააცნო, რომელთაც ხელისუფლება ევროკავშირის წევრობისთვის დგამს.

დღის ამბები