28 სექტემბერი 2024,   12:25
ვრცლად
ერთ-ერთი უმთავრესი დავალება არის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავება - ლევან იზორია ბერლინში მიმდინარე ამბასადორიალზე

გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ლევან იზორიას განცხადებით, საქართველოს ელჩების კონფერენციის ბერლინში გამართვა სიმბოლურია და პოლიტიკური გზავნილია საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით.

"ერთ-ერთი უმთავრესი დავალება სწორედ ამ უმთავრესი პრიორიტეტის ფარგლებში არის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავება და იმ მთავარი საგარეო პოლიტიკური გზავნილის განხორციელება, რომელიც ბატონმა პრემიერმა მრავალგზის საჯაროდაც განაცხადა და რაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას უკავშირდება. ამიტომ ჩვენი მობილიზება, დიპლომატიური კორპუსის, სწორედ ამ მთავარ პრიორიტეტს უკავშირდება", – განაცხადა ლევან იზორიამ.

გერმანიაში ქართული ამბასადორიალი იმართება. ევროკავშირში აკრედიტებული საქართველოს ელჩები ბერლინში შეიკრიბნენ. ბერლინში იმყოფება საქართველოს პრემიერ მინისტრიც. 

ირაკლი კობახიძემ ქართველი დიპლომატების შეკრება რამდენიმე მიზეზის გამო გადაწყვიტა. კონკრეტული დავალებების გარდა, მთავრობის მეთაურმა მათ ის ნაბიჯებიც გააცნო, რომელთაც ხელისუფლება ევროკავშირის წევრობისთვის დგამს.

დღის ამბები