28 სექტემბერი 2024,   12:23
ვრცლად
ჩვენი მთავარი გზავნილი პარტნიორების მიმართ არის ის, რომ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა და გაჯანსაღება ყველა მიმართულებით, ეს ეხება აშშ-ს, ევროკავშირს - ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობები გაჯანსაღდება. პრემიერის თქმით, საქართველო მზადაა პარტნიორებს ნებისმიერ საკითხთან კონსულტაციებისთვის.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბერლინში გამართული ამბასადორიალის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა. 

"ჩვენი მთავარი გზავნილი პარტნიორების მიმართ არის ის, რომ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა და გაჯანსაღება ყველა მიმართულებით. ეს ეხება აშშ-ს, ევროკავშირს. ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში მუშაობდნენ კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი. იქიდან მოყოლებული შეიქმნა პრობლემები, სირთულეები, თუმცა ყველაფერი ექვემდებარება გადატვირთვას, გაჯანსაღებას, მთავარია, რომ ჩვენ მივიღოთ შემხვედრი ნაბიჯები პარტნიორების მხრიდან. ჩვენ ველოდებით ასეთ შემხვედრ ნაბიჯებს, ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც კი რეგიონული ვითარება, ეს პირდაპირ აისახება ურთიერთობების გაუმჯობესებაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის და საქართველოსა და აშშ-ს შორის.

ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე დასრულდება ომი უკრაინაში. უკრაინას სჭირდება მშვიდობა და რა თქმა უნდა, ესეც იქნება ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

დღის ამბები