28 სექტემბერი 2024,   14:12
ვრცლად
30-წლიანი პაუზის შემდეგ, ბათუმში აფროსანთა ტურნირი გაიმართა

30-წლიანი პაუზის შემდეგ, ბათუმში აფროსანთა ტურნირი გაიმართა - შეჯიბრში ბათუმის, ფოთისა და თბილისის აფროსანთა კლუბები მონაწილეობდნენ.

ორგანიზატორების თქმით, ზღვისპირა ქალაქში სპორტის ამ სახეობამ განვითარება 1995 წელს შეწყვიტა, თითქმის 30 წლის შემდეგ კი, პირველად აღდგა აფროსნობის უძველესი ტრადიცია.

შეჯიბრი 3-დღიანია და, ჯამში, 25-მდე აფროსანი მონაწილეობს. მონაწილეებს შორის არიან როგორც ვეტერანი სპორტსმენები, ასევე - მოზარდები.

აფროსანთა ფედერაციაში აცხადებენ, რომ სპორტის ამ სახეობით ძალიან ბევრი ახალგაზრდაა დაინტერესებული და არ გამორიცხავენ, რომ სამომავლოდ მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდოს.

ტურნირი აჭარის აფროსანთა ფედერაციისა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის მხარდაჭერით გაიმართა.

დღის ამბები