28 სექტემბერი 2024,   14:12
ვრცლად
ტურნირში მონაწილეობის ფაქტი ემოციებს კიდევ უფრო ამძაფრებს, რადგანაც, სიმბოლურად, ამას ჩვენ ვუკავშირებთ ჩვენი ერის ისტორიულ არჩევანს - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას - ლევან იზორია

გერმანიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. დიასპორა, ელჩები, გერმანელი სტუმრები და პრემიერი - ბერლინში 26 მაისის მიღება გაიმართა.

ღონისძიება ევროკავშირის, გერმანიისა და საქართველოს ჰიმნებით გაიხსნა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიაში ლევან იზორიამ, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ევროპული ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის, რუსული ოკუპაციის პირობებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი და მტკიცე მხარდაჭერისთვის, მადლობა გადაუხადა:

"ამ ტურნირში მონაწილეობის ფაქტი ჩვენს ემოციებს კიდევ უფრო ამძაფრებს, რადგანაც, სიმბოლურად, ამას ჩვენ ვუკავშირებთ ჩვენი ერის ისტორიულ არჩევანს - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც თითოეული ჩვენგანისთვის რეალურ პერსპექტივად იქცა. მინდა, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას განსაკუთრებული მადლიერება გამოვუცხადო ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის, რუსული ოკუპაციის პირობებში ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი და მტკიცე მხარდაჭერისთვის,"- აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში ლევან იზორია.

დღის ამბები