28 სექტემბერი 2024,   15:37
ვრცლად
უკრაინელმა სამართალდამცველებმა მოქალაქეების ჯგუფი დააკავეს, რომლებიც სამხედრო სამსახურს თავს არიდებდნენ და მოლდოვაში გაქცევას ცდილობდნენ

უკრაინელმა სამართალდამცველებმა მოქალაქეების დიდი ჯგუფი დააკავეს, რომლებიც სამხედრო სამსახურს თავს არიდებდნენ და მოლდოვაში გაქცევას ცდილობდნენ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაკავება ოდესის რეგიონში მოხდა. ოთხ მიკროავტობუსში 47 სამხედრო ვალდებული პირი და შვიდი ორგანიზატორი იმყოფებოდა.

ორგანიზატორები ერთი ადამიანის გადაყვანისთვის 5-დან 10 000 დოლარამდე იღებენ.

როგორც უკრაინის არმიის გენშტაბში აცხადებენ, ფრონტის მთელ ხაზზე სამხედრო შეტაკებების საერთო რაოდენობა გაიზარდა. 

დღის ამბები