28 ივნისი 2024,   00:58
ვრცლად
უკრაინის სამ რეგიონზე რუსეთმა საჰაერო იერიშები მიიტანა - დაშავდა ორი ადამიანი, განადგურებულია საცხოვრებელი სახლები

უკრაინაში ომის 849 დღეს, რუსეთმა ქვეყნის სამ რეგიონზე საჰაერო იერიშები მიიტანა, შედეგად დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. დაშავდა ორი ადამიანი, განადგურებულია საცხოვრებელი სახლები. ამ ფონზე კი ბრიუსელმა უკრაინის ევროკავშირის ორგანიზაციაში გაწევრიანების მოლაპარაკებების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც ვოლოდიმირ ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი გამოეხმაურა.

"მინდა მადლიერება იმ გამოვხატო გუნდის მიმართ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის შრომობს. დღეს ევროპულ გზაზე მნიშვნელოვანი მიღწევა გვაქვს. ევროკავშირმა უკრაინისთვის წევრობის მოლაპარაკებების სტრუქტურა დაამტკიცა. ამისთვის სხვადასხვა დონეზე თავდაუზოგავად ვიბრძოდით. დამტკიცებული ჩარჩო განსაზღვრავს ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების პროცედურას. მოლაპარაკებები შემდეგ კვირაში დაიწყება. ეს ისტორიული მოვლენაა. უკრაინა ყოველთვის იქნება ერთიანი ევროპის ნაწილი,"- განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები