28 სექტემბერი 2024,   15:36
ვრცლად
თბილისის წყალმომარაგება სრულად სამშაბათს, 25 ივნისს აღდგება - GWP

თბილისის წყალმომარაგება სრულად სამშაბათს, 25 ივნისს აღდგება.

სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად, სამუშაოები 17 ივნისიდან 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს - ამის შესახებ აღნიშნულია GWP-ის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად უკვე დამუშავდა მეწყრული ფერდის ძირითადი ნაწილი, განხორციელდა მაგისტრალური მილის პირველადი დიაგნოსტირება და მიწის საფარისგან გამოთავისუფლდა დაზიანებული მილის ერთი მონაკვეთი.

 

დღის ამბები