28 ივნისი 2024,   00:40
ვრცლად
ქალაქ სან-ხოსეს საჯარო ბიბლიოთეკაში პირველად, ქართული წიგნების სექცია გაიხსნა

ქალაქ სან-ხოსეს საჯარო ბიბლიოთეკაში, პირველად, ქართული წიგნების სექცია გაიხსნა. ჩრდილოეთ კალიფორნიაში, ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით, ბიბლიოთეკას ქართული მხატვრული და შემეცნებითი ლიტერატურა გადაეცა.

ქართული და ინგლისურენოვანი წიგნები ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგში უკვე განთავსდა და ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია.

პროექტის განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული დიასპორული ორგანიზაცია, "ქართული მემკვიდრეობის ფონდი".

დღის ამბები