28 სექტემბერი 2024,   15:43
ვრცლად
ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო სიმტკიცის მსოფლიო რეიტინგში საქართველოს წარმატება, ეს არის ხალხისა და ხელისუფლების ერთიანობა - სოზარ სუბარი

სახელმწიფოებრივი სიმტკიცის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ სარეიტინგო პოზიცია 3 ადგილით გაიუმჯობესა და შეფასების ახალი, ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა

საქართველოს მორიგ წარმატებას პოლიტიკოსები აფასებენ. მათი განცხადებით, რეიტინგის გაუმჯობესება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. შედეგები კი საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთიანობის დამსახურებაა.

"ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო სიმტკიცის მსოფლიო რეიტინგში საქართველოს წარმატება, ამას აქვს ერთადერთი საფუძველი - ეს არის ქვეყნის, ხალხისა და ხელისუფლების ერთიანობა, რამაც მოგვცა საშუალება რომ შეგვენარჩუნებინა მშვიდობა, განგვევითარებინა ეკონომიკა და დაგვეცვა ადამიანის უფლებები. ბუნებრივია, ამ ერთიანობის გარეშე ვერაფერი მოხდებოდა," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარე სოზარ სუბარი.

 

 

დღის ამბები