28 ივნისი 2024,   00:40
ვრცლად
ირაკლი კოპლატაძემ სლოვენიის რესპუბლიკაში დიპლომატიური მისია 2023 წლის 3 დეკემბერს დაასრულა და ექვს თვეზე მეტია საქართველოში იმყოფება - საგარეო უწყება

ევროპაში საქართველოს დიპლომატიურ მისიებში 18-წლიანი უწყვეტი საქმიანობის შემდეგ დღეს უკვე ფორმალურად დავუბრუნე დიპლომატიური პასპორტი საგარეო საქმეთა სამინისტროს - ამის შესახებ სლოვენიაში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ირაკლი კოპლატაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ის განცხადებაში აღნიშნავს, არავის ემშვიდობება. 

განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. უწყება უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ირაკლი კოპლატაძემ სლოვენიის რესპუბლიკაში ელჩის თანამდებობა ახლა დატოვა. განმარტავენ, რომ კოპლატაძემ სლოვენიის რესპუბლიკაში დიპლომატიური მისია 2023 წლის 3 დეკემბერს დაასრულა და ექვს თვეზე მეტია, საქართველოში იმყოფება.

"მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს" - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები