28 სექტემბერი 2024,   18:58
ვრცლად
პოლონეთის პრეზიდენტი ჩინეთში ჩავიდა

პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა, ოფიციალური ვიზიტით, პეკინში ჩავიდა. აეროპორტში დუდასა და მის მეუღლეს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდა.

მიმდინარე წელს ჩინეთისა და პოლონეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 75-ე წლისთავს აღნიშნავენ. ვიზიტის ფარგლებში, ანჯეი დუდა ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდება.

პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი სი ძინპინთან შეხვედრისას განიხილავს პოლონეთის მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნებს, ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებს და უკრაინაში არსებულ სიტუაციას. მათივე ცნობით, გამგზავრებამდე, დუდამ ხაზი გაუსვა ჩინეთთან, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს სახელმწიფოსთან ურთიერთობების მნიშვნელობას.

პოლონეთის პრეზიდენტი ჩინეთში ვიზიტს 26 ივნისს დაასრულებს.

დღის ამბები