28 სექტემბერი 2024,   20:48
ვრცლად
ჰაჯის პილგრიმობის დროს დაღუპულთა რაოდენობამ 1300 ადამიანს გადააჭარბა

ჰაჯის პილგრიმობის დროს დაღუპულთა რაოდენობამ 1300 ადამიანს გადააჭარბა.

ინფორმაციას საუდის არაბეთის ჯანდაცვის მინისტრი ავრცელებს. მიზეზად, ცხელ ამინდში შორ მანძილზე სპეციალური თავშესაფრების გარეშე გადაადგილება დასახელდა.

ჰაჯის დროს ქალაქ მექაში ტემპერატურა ცელსიუსით +50 გრადუსს აჭარბებდა. გარდაცვლილთა უმეტესობა ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები არიან.

ჯანდაცვის მინისტრი ასევე ამბობს, რომ დაღუპულთა 80 პროცენტზე მეტი იმ კატეგორიაში შედიოდა, რომლებსაც ჰაჯში მონაწილეობის ოფიციალური ნებართვა არ ჰქონდათ.

დღის ამბები