აზიის განვითარების ბანკმა თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა.
ვაზიანის აეროპორტის საკონსულტაციო კომპანიის ტენდერის სახით შერჩევის პროცესის ადმინისტრირებას და პროექტის 50 პროცენტიან თანადაფინანსებას ADB-სთან ერთად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება განახორციელებს.
ირაკლი ქარქაშაძის განმარტებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა აზიის განვითარების ბანკი და სახელმწიფო კომპანია თანაბრად ინაწილებენ ტენდერის ხარჯებს.