28 ივნისი 2024,   13:47
ვრცლად
ბაქოში ძებნილი პირის დაკავების მცდელობისას სამი პოლიციელი და სამოქალაქო პირი დაიღუპა

ბაქოში სროლის შედეგად სამი პოლიციელი და სამოქალაქო პირი დაიღუპა. შემთხვევა ძებნილი პირის დაკავების მცდელობისას მოხდა. მოკლულია ძებნილი პირიც.

სროლა ქალაქის ხაზარის რაიონის დაბა შუველანში მოხდა. სავარაუდოდ, მსროლელი არის აზერბაიჯანის მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული როვშან ალაჰვერდიევი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რამდენჯერმეა ნასამართლევი.

დაკავების მცდელობისას, იგი ოჯახის წევრებს ამოეფარა და მათ ზურგს უკან გახსნა ცეცხლი.

საპასუხო სროლის შედეგად ალაჰ-ვერ-დიევი დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოკლული პოლიციელების სახელებს აქვეყნებს. სხვა დეტალები ჯერ კიდევ უცნობია.

 

დღის ამბები