28 სექტემბერი 2024,   22:51
ვრცლად
გერმანიაში ფელბერტის ბაზაზე დახურული ვარჯიში გაიმართა, სადაც, გუნდთან ერთად, ოთარ კიტეიშვილმა ივარჯიშა

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გუნდთან აქვს, რომელსაც ჯგუფში პირველი ადგილი უკვე განაღდებული აქვს. ამიტომ, არ არის გამორიცხული, მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა პეპე, ჟოაუ პალინია და კრიშტიანუ რონალდუ დაასვენოს.

დორტმუნდისა და ჰამბურგის შემდეგ გელზენკირხენი. საქართველოს ნაკრები ჯერ ფელბერტის ბაზაზეა, სადაც დღეს დახურული ვარჯიში გაიმართა.

საბა კვირკველიას გამოჯანმრთელების შემდეგ, გუნდმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა. მინდორზე დაბრუნდა ოთარ კიტეიშვილი და მან გუნდთან ერთად ივარჯიშა, თუმცა უცნობია, ითამაშებს ის 26 ივნისს, პორტუგალიასთან დაპირისპირებაში.

გამართული მატჩების შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა ისაუბრა. 

"ბიჭებმა საოცარი ბრძოლა გამართეს ყველა ბურთისთვის, ყველა მომენტისთვის და მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მთელი ნაკრების სახელით გულშემატკივარს. საოცარი ატმოსფერო იყო. ჩვენი მიზანია, რომ ხშირად ვითამაშოთ ევროპის ჩემპიონატზე, წარმატებული ნაკრები ვიყოთ, წარმატებული საფეხბურთო ქვეყანა ვიყოთ," - განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა. 

 

ავტორი: ლაშა დვალიშვილი 

დღის ამბები