28 ივნისი 2024,   18:51
ვრცლად
რთული თამაში გამოვა, მაგრამ ჩვენ 100 და 150%-ით დავიხარჯებით - გიორგი მამარდაშვილი

დორტმუნდისა და ჰამბურგის შემდეგ გელზენ კირხენი - საქართველოს ნაკრები ჯერ ფელბერტის ბაზაზეა, სადაც დღეს დახურული ვარჯიში გაიმართა. მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით ისაუბრებს საფეხბურთო ნაკრების წევრებმა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ამბობს, რომ პორტუგალიასთან თამაშისას, ქართული ნაკრები მაქსიმალურად დაიხარჯება.

"რთული თამაში გამოვა, მაგრამ ჩვენ 100 და 150%-ით დავიხარჯებით, იმისთვის, რომ მოვიგოთ ეს თამაში და გავიდეთ ჯგუფიდან. თუმცა, თამაში გვიჩვენებს ყველაფერს,“ - აღნიშნა გიორგი მამარდაშვილმა. 

კომენტარი გააკეთა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრმა, ზურიკო დავითაშვილმა. 

"შენი ქვეყნის სახელი რომ გაგაქვს, ამაზე დიდი ბედნიერება ალბათ არ არსებობს. ის ემოციები, რომელიც მოდის სტადიონიდან, ეს ყველაფერი ბევრს გმატებს," - აღნიშნა ზურიკო დავითაშვილმა.

დღის ამბები