28 სექტემბერი 2024,   22:52
ვრცლად
არ შეიძლება საქართველოს შემთხვევაში გამჭვირვალობას ხედავდნენ როგორც დემოკრატიის საფრთხეს - მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე

ლუქსემბურგში გამართული ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას და ჯოზეფ ბორელის განცხადებას, ქართველი პოლიტიკოსები მეორე დღეა აფასებენ.

მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველოს კურსი უცვლელია და მათთვის მიუღებელია გამჭვირვალობის კანონის გამო, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, შეფერხდეს საქართველოს ევროკავშირში წევრობა.

უმრავლესობაში იმასაც ამბობენ, რომ პარტნიორებს არაერთი უსამართლო კრიტიკის აღიარება მოუწიათ და ამ შემთხვევაშიც ასე იქნება.

"არ შეიძლება, მაშინ როდესაც სხვა ქვეყნები გამჭვირვალობას იყენებენ, როგორც ინსტრუმენტს დემოკრატიის დასაცავად, საქართველოს შემთხვევაში გამჭვირვალობას ხედავდნენ, როგორც დემოკრატიის საფრთხეს. ეს არის აბსოლუტურად შეუსაბამო. თუ ამაზე ეფუძნება შემდგომი შეფასებები, როგორც ეს მოცემულობაა მცდარი, ასევე გვექნება შემდგომ მცდარი შეფასებები საქართველოსთან დაკავშირებით," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები