28 სექტემბერი 2024,   22:49
ვრცლად
მიმდინარე კვირას, კანონმდებლები სახალხო დამცველის წინა წლის ანგარიშს განიხილავენ

მიმდინარე კვირას, კანონმდებლები სახალხო დამცველის წინა წლის ანგარიშს განიხილავენ.

ლევან იოსელიანმა დეპუტატებს "2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიში კომიტეტზე უკვე წარუდგინა.

დოკუმენტში, "უცხოური გავლენების შესახებ კანონის" წინააღმდეგ მიმდინარე აქციების დროს დაკავებულთა საქმეებიც მოხვდა.

ოპოზიციის ნაწილი ანგარიშის მოსმენას დაესწრება. "გირჩს" სახალხო დამცველთან კონკრეტული კითხვა აქვს - თუ რატომ დააყენა ომბუდსმენმა კითხვის ნიშნის ქვეშ კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებული კანონი.

"ობიექტური შენიშვნები გათვალისწინებული იქნება" - ამბობენ უმრავლესობაში.

დღის ამბები