28 სექტემბერი 2024,   22:49
ვრცლად
საფრანგეთში არსებული ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე პარტიების რიტორიკას, საზოგადოება სამოქალაქო ომისკენ მიჰყავს - მაკრონი

საფრანგეთში არსებული ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე პარტიების რიტორიკას, საზოგადოება სამოქალაქო ომისკენ მიჰყავს - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი.

ფრანგულ მედიასთან საუბრის დროს, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ პარტიების ნარატივი საზოგადოებაში განხეთქილების გაღრმავების საშიშროებას ქმნის და ეს ძალზე სახიფათოა.

შეგახსენებთ, IPSOS-ის-ის მიერ 19-20 ივნისს ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების წინ, ულტრამემარჯვენე პარტია "ნაციონალური გაერთიანება" 35.5%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზეა მემარცხენე კოალიცია "ახალი სახალხო ფრონტი" 29.5%-ით, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტული ალიანსი კი, ხმების 19.5%-ით მესამე ადგილზეა.

დღის ამბები