24 ოქტომბერი 2024,   00:14
ვრცლად
ისინი ვერაფერს გააკეთებენ, გარდა იმისა, რომ 26 ოქტომბერს აუცილებლად დამარცხდებიან - გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის ერთობაზე

"ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა, 6 ოპოზიციური პარტიის ერთობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი ვერაფერს მიაღწევენ გარდა იმისა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხდებიან.

მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიების ერთობა მხოლოდ იმ მიზანს ემსახურება, რომ რამენაირად 5%-იანი ბარიერი გადალახონ.

"მაქსიმალურად ცდილობენ, თუნდაც ამ რაღაც ქარტიების მოგონებით, ხელმოწერებით, საერთო პოზიციებით მაშინ, როდესაც საერთო სიაზე ვერ თანხმდებიან.

ისინი ვერაფერს გააკეთებენ, გარდა იმისა, რომ 26 ოქტომბერს აუცილებლად დამარცხდებიან. კიდევ ვიმეორებ, რომ მცდელობა ექნებათ, რომ ე.წ მესამე ძალა შექმნან, რომელიც შეძლებს 5%-იანი ბარიერის გადალახვას. ამ ეტაპისთვის, "ნაცმოძრაობის " გარდა, სხვას შანსები არ აქვს, რომ გადალახოს 5%-იანი ბარიერი და ეს ყველაფერი ამას ემსახურება. ჯერ უნდა გადახტე და ჰოპლა მერე უნდა დაიძახო. კოალიციურ მთავრობას ქმნის ის ძალები, რომლებიც უმრავლესობით მოდიან პარლამენტში. კოალიციური მთავრობის შეთანხმება კი არა, ერთიან განცხადებაზე ვერ თანხმდებიან. მელიამ და გვარამიამ თანამდებობა ვერ გაიყვეს და რომელ კოალიციურ მთავრობაზეა საუბარი," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ექვსი პარტია ოპოზიციის ერთობის დეკლარაციას ხელს აწერს - მათ შორისაა "ნაციონალური მოძრაობა, "გირჩი – მეტი თავისუფლება", "ახალი", "ლელო“, "დროა" და "სტრატეგია აღმაშენებელი".

დღის ამბები