29 ივნისი 2024,   11:18
ვრცლად
ჯულიან ასანჟი თავისუფალია - "ვიკილიქსის" დამფუძნებელმა დიდი ბრიტანეთის ციხე უკვე დატოვა

 

ჯულიან ასანჟი პატიმრობიდან გათავისუფლდა. "ვიკილიქსის" დამფუძნებელმა დიდი ბრიტანეთის ციხე უკვე დატოვა. წარდგენილი ბრალის აღიარების შემდეგ, ასანჟი პატიმრობიდან აშშ-ის ხელისუფლებასთან შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა.

აღიარების სანაცვლოდ მას აღარ მოუწევს ამერიკის ციხეში სასჯელის მოხდა. მან დიდი ბრიტანეთი უკვე დატოვა.

როგორც ცნობილია, ასანჟი მშობლიურ ავსტრალიაში გაემგზავრა. "ვიკილიქსის" დამფუძნებელს ბრალად ედებოდა ამერიკის ეროვნული თავდაცვის საიდუმლო ინფორმაციის მოპოვების და გამჟღავნების მიზნით, შეთქმულებაში მონაწილეობა.

"ვიკილიქსის" დამფუძნებელი აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

დღის ამბები