24 ოქტომბერი 2024,   00:14
ვრცლად
2024 წლის ოქტომბერში, მარტივი არჩევანის გასაკეთებელი მოცემულობა გვექნება - ირაკლი ზარქუა ოპოზიციის ერთობაზე

უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს წერილი მოუვიდა, რომ "რადიკალების პლატფორმას" უხელმძღვანელოს, რასაც ის აკეთებს კიდეც.

მისივე თქმით, საზოგადოებას მარტივი არჩევანის გაკეთება მოუწევს, რადიკალურ ოპოზიციასა და მშვიდობის გარანტ "ქართულ ოცნებას" შორის.

"ვის ატყუებენ, მადამ პრეზიდენტს მესიჯი მოუვიდა პატრონებისგან, რომ უნდა უხელმძღვანელოს ამ რადიკალების პლატფორმას და ამას ასრულებს ის ქალი. თავიდან ბოლომდე, ყველანი არიან "ნაცები" ან "ნეონაცები". ეს არის ძალიან კარგი პროცესი, რომ საზოგადოებამ იცოდეს ვინ არიან ესენი. მარტივი არჩევანის გასაკეთებელი მოცემულობა გვექნება 2024 წლის ოქტომბერში. ერთ მხარეს იქნებიან რადიკალები, ლუზერები, ჩახდილები, გამყიდველები, გაკოტრებულები, რუსეთის ინტერესების გამტარებლები, ქართველ ჯარს რომ დააბრალეს ომის წამოწყება და მერე მიატოვეს და აქეთ ვიქნებით ჩვენ, რომლებიც ვართ მშვიდობის სიმბოლო, ეკონომიკური განვითარების, ევროპასთან უვიზო მიმოსვლის, თავისუფალი ვაჭრობის და კანდიდატის სტატუსი გარანტი," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები