ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომელი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ჭაში წყლის ჩამკეტებს აკეთებდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავის 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.