29 ივნისი 2024,   14:32
ვრცლად
10 ათასზე მეტი გერმანიაში და 25 ათასი თბილისში - ქართველი გულშემატკივარი ისტორიული მატჩის მოლოდინშია

გერზენ კირხენის არენა პლუს მიხეილ მესხის სტადიონი - 10 ათასზე მეტი გერმანიაში და 25 ათასი თბილისში. მიხეილ მესხზე ისევ 6 დიდი ეკრანია დამონტაჟებული. ყურება ყველა სექტორიდან შეიძლება.

თურქეთი, ჩეხეთი და ახლა უკვე პორტუგალია - მუხტი, რომელიც ახლა მთელ საქართველოშია, ყველაზე კარგად სწორედ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იგრძნობა.

კარები უკვე გაიხსნა. მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე კი, წამყვანი, მესხის სტადიონს სასტარტო შემადგენლობას ნომრების მიხედვით გამოაცხადებს, გვარების სკანდირება კი უკვე მაყურებელზეა.

გულშემატკივრისთვის მოწყობილია კვებისა და გასართობი სივრცეებიც.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტის ნაწილი ღამის 02:00 საათამდე იფუნქციონირებს, რათა მოქალაქეებმა შეუფერხებლად შეძლონ საფეხბურთო მოედანზე მისვლა და ისტორიულ მატჩზე საქართველოს ნაკრების გულშემატკივრობა.

დღის ამბები