30 ივნისი 2024,   01:39
ვრცლად
"ისტორია, რომელიც დავწერეთ, გრძელდება და დასასრული არ უჩანს" - ქართველი ფეხბურთელების კომენტარები ისტორიული გამარჯვების შემდეგ

EURO 2024-ზე პორტუგალიის დამარცხებისა და ჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. მათ ქართველ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადეს და პირობა დადეს, რომ ისტორია გაგრძელდება.

გიორგი გოჩოლეიშვილი: "ძალიან ბედნიერები ვართ - კიდევ დავწერთ ისტორიას და უფრო და უფრო წინ წავალთ. ძალიან დიდი ემოციების ქვეშ ვიყავით, რადგან ასეთი ასეთი გვერდში დგომა არ გვიგრძნია - გვეგონა, რომ საქართველოში ვიყავით. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ქომაგს".

გიორგი წიტაიშვილი: "დავალება იყო, რომ შეგვენარჩუნებინა ანგარიში, ნაკლებად წავსულიყავით წინ და დაცვას დავხმარებოდი, რადგან რთული თამაში იყო. ყველაზე მთავარია, გავედით, სადაც გავედით."

ოთარ კიტეიშვილი: "ისტორია, რომელიც დავწერეთ, გრძელდება და დასასრული არ უჩანს - ამაზე მაგარი გრძნობა, ალბათ, არ არსებობს. უბედნიერესები ვართ. წარმომიდგენია, რა ხდება საქართველოში და როგორი სიხარულია. ვამაყობთ იმით, რომ ეს ყველაფერი შევძელით და ამ ყველაფრის ნაწილი ვართ."

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტმა საქართველომ პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და, შედეგად, მერვედფინალში გავიდა.

პირველი გოლი, მატჩის მე-2 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, დანიშნული თერთმეტმეტრიანის წყალობით - გიორგი მიქაუტაძემ.

დღის ამბები