ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა. ამ შედეგით, საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა.
მატჩის პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, მეორე ტაიმში, პენალტით - გიორგი მიქაუტაძემ.
შეხვედრა გელზენკირხენში მიმდინარეობდა.