29 ივნისი 2024,   17:34
ვრცლად
1:0 საქართველოს სასარგებლოდ - პორტუგალიასთან ანგარიში კვარაცხელიამ გახსნა

ხვიჩა კვარაცხელიამ, მატჩის პირველივე წუთებზე, პორტუგალიას გოლი გაუტანა. ამ დროისთვის, ანგარიში საქართველოს სასარგებლოდ 1:0-ია.

ეროვნული გუნდი შემდეგი შემადგენლობით თამაშობს

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი.

მცველები: გურამ კაშია, გიორგი გველესიანი, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე.

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქოჩორაშვილი.

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია.

საქართველო-პორტუგალიის მატჩი დღეს, თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება. მოგების შემთხვევაში, საქართველო ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე გადადის.

სათადარიგო შემადგენლობა: ლორია, გუგეშაშვილი, კვერკველია, წიტაიშვილი, ტაბიძე, გოჩოლეიშვილი, შენგელია, სიგუა, მექვაბიშვილი, ალთუნაშვილი, კვეკვესკირი, დავითაშვილი, ლობჟანიძე, ზივზივაძე, ქვილითაია.

დღის ამბები