30 ივნისი 2024,   01:56
ვრცლად
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებას ბათუმში გათენებამდე აღნიშნავდნენ

გერმანიაში, EURO 2024-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებას ბათუმში გათენებამდე აღნიშნავდნენ. გულშემატკივრები ისტორიულ მატჩს ცენტრალურ სტადიონთან დამონტაჟებული დიდი ეკრანიდან ადევნებდნენ თვალს. კიდევ ერთი მონიტორი ბათუმში ღია ცის ქვეშ, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო განთავსებული.

თამაშის დასრულების შემდეგ, ქომაგები მთელს ქალაქში სიგნალებით, დროშების ფრიალითა და შეძახილებით გადაადგილდებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტმა საქართველომ პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და, შედეგად, მერვედფინალში გავიდა.

პირველი გოლი, მატჩის მე-2 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, დანიშნული თერთმეტმეტრიანის წყალობით - გიორგი მიქაუტაძემ.

 

 

დღის ამბები