16 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
"ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა

"ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა.

კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში ოპოზიციიდან მხოლოდ "გირჩის" დეპუტატი ჰერმან საბო იყო.

ხელისუფლების ოპონენტები არც შემდეგ ეტაპებში მონაწილეობა გეგმავენ. არგუმენტი არის ის, რომ კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და უმრავლესობა თემას წინასააარჩევნო კამპანიისთვის იყენებს.

ანტიპროპაგანდისტულ მიზნებსა და არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვაზე საუბრობს მმართველი გუნდი. საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას მწვავედ აკრიტიკებს იმის გამო, რომ ისინი პროექტის განხილვაშიც არ შედიან.

დღის ამბები